ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელ გაბრიელიუს ლანდსბერგისის აზრით, აუცილებელია, საქართველოს მიმართ შესაძლო ზომების ჩამონათვალში, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წარედგინებათ, ერთ-ერთ ვარიანტად ქვეყნის ევროინტეგრაციის შეჩერებაც ფიგურირებდეს.

"შესაძლო ვარიანტების სიის წარმოდგენა კარგი ნაბიჯია, თუმცა სამწუხაროდ, არსებობს გარკვეული ვარიანტები, რომლებიც ამ დოკუმენტში მოხსენიებული არაა, - მაგალითად, საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერება. ვფიქრობ, ის უნდა იყოს მოხსენიებული" - განაცხადა ლიეტუველმა დიპლომატმა.