"კანდიდატის სტატუსი, შესაძლოა, შეჩერდეს. პოლიტიკურად შესაძლებელია, რადგან ეს ჯერ კიდევ პოლიტიკური კონცეფციაა", - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ვიმედოვნებ, რომ იქნება ძალიან მკაფიო სიგნალი ევროკავშირისგან, თუ კანონი საბოლოო ვერსიით მიიღება, საქართველო ვეღარ განაგრძობს ევროკავშირის გზას. ძირითადად, იქნება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც გარკვეული პირობებით გაიცა და პირობები არ შესრულდა. ეს ნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსი აღარ არსებობს. კანდიდატის სტატუსი, შესაძლოა, შეჩერდეს. პოლიტიკურად შესაძლებელია, რადგან ეს ჯერ კიდევ პოლიტიკური კონცეფციაა“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.