გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს მოსკოვში ვიზიტის გამო აკრიტიკებს.

მერცმა რუსეთში ორბანის წინა ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის წარუმატებელი იყო, რადგან რუსეთმა რამდენიმე დღეში უკრაინაზე საჰაერო დარტყმები გააძლიერა.

„ეს ვიზიტი არა მხოლოდ წარუმატებელი იყო, არამედ რამდენიმე დღეში რუსეთის არმიამ დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი შეტევა უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო ობიექტებზე“, – განაცხადა მერცმა.

გერმანიის კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი იმავეს არ გაიმეორებს.

„მაგრამ ორბანი დადის ევროპული მანდატით და ჩვენთან კონსულტაციების გარეშე“, – აღნიშნა მერცმა.

შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთში 5 ივლისსაც იმყოფებოდა.

თარგმანი: პირველი არხი