ევროპაში რუსეთ-უკრაინის ომის შეფასებასთან დაკავშირებით დიდი თანხვედრაა, მჯერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ შეფასებას უახლოვდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

მერცს ჟურნალისტმა ჰკითხა: ფიქრობს თუ არა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პუტინისგან დისტანცირებას ახდენს?

როგორც გერმანიის კანცლერმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ტრამპი სულ უფრო სკეპტიკური და კრიტიკული ხდება.

"აშშ-ის პრეზიდენტი სულ უფრო სკეპტიკური და კრიტიკული ხდება. ეს პროცესია. ევროპაში ამ ომის შეფასებასთან დაკავშირებით დიდი თანხვედრაა. მე მჯერა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ შეფასებას უახლოვდება", – განაცხადა მერცმა.