აგრესიის წინაშე დანებება და ქვეყნის დათმობა მშვიდობიანი გამოსავალი არ არის, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოაცხადა სანქტ-პეტერბურგის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხი არიან, სხვა სიტყვებით: "მთელი უკრაინა ჩვენ გვეკუთვნის."

ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო კოლეგებო, აგრესიის წინაშე დანებება და ქვეყნის დათმობა მშვიდობიანი გამოსავალი არ არის, ასეთი მშვიდობა ჩვენ არ გვინდა, ასეთი მშვიდობა არც უკრაინაში არ გვინდა", - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.