Fitch-მა უკრაინის სუვერენული რეიტინგი "შეზღუდულ დეფოლტამდე" შეამცირა. რეიტინგის ეს დონე მიუთითებს, რომ ემიტენტმა დავალიანება დროულად ვერ დაფარა. ამის შესახებ Reuters წერს.
როგორც Fitch-ში განმარტეს, 1 აგვისტოს ფასიანი ქაღალდების ვალის გადახდის ვადა ამოიწურა. უკრაინის რეიტინგის მორიგი გადახედვა 2024 წლის 6 დეკემბერს იგეგმება.
Fitch-მა 2026 წლის 750 მილიონი დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების რეიტინგიც C-დან D-დონემდე, "დეფოლტამდე" შეამცირა. ასეთი რეიტინგი მიენიჭება იმ ემიტენტს ან სახელმწიფოს, რომელმაც ყველა თავისი ფინანსური ვალდებულება დეფოლტად გამოაცხადა.
ამასთან ერთად, სააგენტომ უცხოურ ვალუტაში სხვა ობლიგაციების რეიტინგი C დონეზე ("გარდაუვალი დეფოლტი") დაადასტურა.