ვაალიმაას და ნიირალას საგუშაგოები ფინეთ-რუსეთის საზღვარზე, რომლებიც ერთი დღის წინ გახსნეს, ოფიციალურად 14 იანვრამდე დაიკეტება. იუწყება Yle.
გამოცემის ცნობით, საგუშაგოები 15 დეკემბერს, ადგილობრივი დროით, 20:00 საათზე მთავრობის გადაწყვეტილებით დაიხურა.
იუწყებიან, რომ დღეს რუსეთიდან ფინეთში 230 თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა სათანადო დოკუმენტაციის გარეშე.
ფინეთის მთავრობამ რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიგრანტების ნაკადის გამო მიიღო
რაც სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე რუსეთიდან ჩასული თავშესაფრის მაძიებელი მესამე ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუმცა შემდეგ, 14 დეკემბერს აღმოსავლეთ საზღვარზე ორი სასაზღვრო გამშვები პუნქტი გახსნა და განაცხადა, რომ ვითარებას დააკვირდება. პირველ დღეს რუსეთიდან 100-ზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე, რუსი მესაზღვრეები იმ მგზავრებს, რომლებსაც ფინეთში შესასვლელად საჭირო დოკუმენტები არ ჰქონდათ, გასვლის უფლებას არ აძლევდნენ.