ფინეთი უკრაინას 106 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა განაცხადა.
მისი თქმით, ფინეთი აპირებს უკრაინის მხარდაჭერას როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში.
ომის დაწყების შემდეგ, ეს უკვე დახმარების რიგით 21-ე პაკეტია, რომელსაც ფინეთი უკრაინას გადასცემს. ფინეთის მიერ მიწოდებული თავდაცვითი კომპლექტების ჯამური ღირებულება 1,6 მილიარდ ევროს შეადგენს.
ფინეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ოპერატიული მიზეზების გამო და დახმარების უსაფრთხოდ მიწოდების უზრუნველსაყოფად, დეტალური შინაარსი, მიწოდების გზები და დახმარების გრაფიკი საიდუმლოდ დარჩება.