მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას წინაპირობების დაკმაყოფილების შემდეგ. ჯერ კიდევ არის გარკვეული სამუშაო ჩასატარებელი, – ამის შესახებ ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა ანდერს ადლერკროიცმა განაცხადა.
მისივე თქმით, წევრობის ყველა კანდიდატის მიმართ უნდა იყოს ერთი და იგივე სტანდარტი.
„მნიშვნელოვანია, რომ მოლდოვას, საქართველოს და უკრაინას ჰქონდეთ მკაფიო გზა წევრობისკენ. წევრობის ყველა კანდიდატის მიმართ ერთი და იგივე სტანდარტი უნდა იყოს. გაფართოების საბოლოო საკითხთან დაკავშირებით უნდა ვიხელმძღვანელოთ დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესით. მოხარული ვართ, რომ ვიხილეთ რეალური პროგრესი უკრაინაში, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებში. ძალიან რთულ ვითარებაში, მათ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს“, – განაცხადა ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა.