ფინეთმა უკრაინისთვის 94 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ეს არის უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების მე-18 პაკეტი.
"ფინეთისა და ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი რჩება. მთავარი საკითხი ევროპასა და ფინეთში უსაფრთხოების სამომავლო წესრიგის თვალსაზრისით არის ის, რომ შევძლოთ რუსეთის აგრესიის შეკავება უკრაინის წინააღმდეგ", - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკინენმა.
დამატებითი დეტალები დახმარების შესახებ ცნობილი არ არის.
ჯამში ფინეთის მიერ უკრაინისთვის დღემდე მიწოდებული თავდაცვის დახმარების ყველა პაკეტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 1,3 მილიარდ ევროს შეადგენს.