ფინეთი, NATO-ს წევრი ქვეყნის სტატუსით, ალიანსის თავდაცვით წვრთნაში პირველად მიიღებს მონაწილეობას.
სამხედრო სწავლება დღეს დაიწყება. წვრთნა ფინეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში ჩატარდება. მასში 14 ქვეყნის 20 000 სამხედრო, მათ შორის 4000-ზე მეტი ფინელი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.