ფინეთში, კვირას, 11 თებერვალს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.
არჩევნებში მონაწილეობენ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ სტუბი, კანდიდატი მემარჯვენე ცენტრისტული ეროვნული კოალიციური პარტიიდან და მემარცხენე ცენტრისტული პარტიის „მწვანეთა კავშირის წევრი“ და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პეკა ჰაავისტო, რომელიც იბრძვის როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 იანვარს გაიმართა. სტუბმა მიიღო ხმების 27,2 პროცენტი, ჰაავისტომ კი - 25,8 პროცენტი. მესამე შედეგი აჩვენა ნაციონალისტური პარტიის "ჭეშმარიტი ფინელების“ კანდიდატმა იუსი ჰალა-აჰომ, რომელმაც ხმების დაახლოებით 19 პროცენტი მიიღო.
ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ექვსი წლის ვადით ირჩევენ. მას არ შეუძლია თანამდებობის დაკავება ზედიზედ ორ ვადაზე მეტი ხნის განმავლობაში. სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური საული ნიინისტე 2012 და 2018 წლებში აირჩიეს.