ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა.
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მემარჯვენე-ცენტრისტული ეროვნული კოალიციური პარტიის კანდიდატის, ალექსანდერ შტუბის გამარჯვებით დასრულდა.
შტუბმა მეორე ტურში ხმების 51,6% მიიღო, მისმა კონკურენტმა პეკა ჰავისტომ (მწვანეები) კი 49, 4%.
ალექსანდერ შტუბი 2008 წელს ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო, შემდეგ კი ეკავა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ევროპასთან ურთიერთობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრის, ფინანსთა მინისტრ და პრემიერ-მინისტრის პოსტები.
ფინეთში პრეზიდენტს აქვს აღმასრულებელი ძალაუფლება, არის მთავარსარდალი და გავლენას ახდენს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე.