კრემლში ჯერჯერობით უარი თქვეს ირანული წარმოების რაკეტების ყიდვაზე, რადგანაც შიშობენ, რომ ამ ნაბიჯზე საპასუხოდ აშშ-მ უკრაინას შესაძლოა ATACAMS-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტები გადასცეს. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, რუსეთს ეწურება ზუსტი და შორი მოქმედების რაკეტების მარაგი, თუმცა ამ დრომდე უარს ამბობს ირანული რაკეტების შეძენაზე.
NATO-ს წევრი სახელმწიფოების სადაზვერვო უწყებებში სჯერათ, რომ კრემლის თავშეკავება აშშ-ს მიერ გავრცელებული გაფრთხილებებით არის განპირობებული - ვლადიმირ პუტინის გარემოცვაში შიშობენ, რომ ირანული რაკეტების შეძენაზე საპასუხოდ, აშშ უკრაინას შორი მოქმედების რაკეტებს მიაწვდის, რომლის მეშვეობითაც ЗСУ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეს მისწვდება.
ამავდროულად, გამოცემის წყაროები მიუთითებენ, რომ კრემლში, შესაძლოა, შეცვალონ გადაწყვეტილება, რადგანაც რაკეტების მარაგი სწრაფად იწურება.