ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების თანახმად, უკრაინამ ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა, შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე თვეში დაიწყოს, თუ დასავლეთი მას საჭირო იარაღს მიაწვდის.
ინსტიტუტის დასკვნის მიხედვით, რუსეთის ძვირადღირებულმა სამხედრო კამპანიამ, სავარაუდოდ, ამოწურა ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი და ცოცხალი ძალის რეზერვები, რომელიც აუცილებელია წარმატებული ფართომასშტაბიანი შეტევისთვის უკრაინის აღმოსავლეთში.
ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის უუნარობა აღადგინოს დაზიანებული მექანიზებული ტექნიკა მოკლევადიან პერსპექტივაში, უფრო მეტად ზღუდავს რუსეთის შესაძლებლობებს აწარმოონ მანევრული მოქმედებები და რუსულ ჯარს აიძულებს მოძველებულ ტექნიკას დაეყრდნოს.
ამასთან, ექსპერტების აზრით, უკრაინას, სავარაუდოდ, მომავალშიც ექნება შესაძლებლობა დაიწყოს ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება რამდენად სწრაფად და რა რაოდენობით მიაწვდის დასავლეთი საჭირო სამხედრო დახმარებას, კერძოდ ტანკებსა და ჯავშანმანქანებს.