რუსული არმია აგრძელებს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე შეტევას, თუმცა უახლოეს მომავალში ქალაქის ალყაში მოქცევას ან აღებას ვერ შეძლებს. ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ოპერატიულ ანალიზში წერს.
ექსპერტების აზრით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში "ვაგნერის" ქვედანაყოფებს ჩრდილო-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ბახმუტში გარკვეული პროგრესი ჰქონდათ. უკრაინული ძალები, ოფიციალური წყაროების თანახმად, ბახმუტში სიტუაციას აკონტროლებენ, მაგრამ ის უფრო რთულდება, მათ შორის იმის გამო, რომ ოკუპანტები ამ ტერიტორიაზე ახალი დამრტყმელი რაზმების კონცენტრაციას ახდენენ.
"რუსეთის წინსვლა ბახმუტში ნელი და ეტაპობრივი იყო და ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსული ჯარები მალე შეძლებენ ქალაქის ალყაში მოქცევას, მით უმეტეს, ქალაქის აღებას ფრონტალური თავდასხმებით." - ნათქვამია ISW-ის ანგარიშში.
შესაძლოა, დამპყრობლები აპირებდნენ ბახმუტში უკრაინული ძალების ალყაში მოქცევას, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ დაიწყო საზოგადოებისთვის სიგნალის მიცემა, რომ მათ ურჩევნიათ უკან დაიხიონ, ვიდრე ალყაში მოექცნენ.
ISW აფასებს, რომ უკრაინულ ძალებს გაცილებით მეტი შანსი ქალაქიდან გამოვიდნენ, ვიდრე ალყაში მოექცნენ და უკრაინელებს კვლავ შეუძლიათ ბახმუტში თავიანთი ამჟამინდელი პოზიციების შენარჩუნება.