ევროპის საბჭომ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში მაგდალენა გრონო დანიშნა. ქალბატონი გრონო ამ პოსტზე შეცვლის ტოივო კლაარს, რომლის უფლებამოსილების ექვსწლიანი ვადა 31 აგვისტოს იწურება. მაგდალენა გრონო 2024 წლის 1 სექტემბრიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე იქნება სპეციალური წარმომადგენელი.

ჩეხი დიპლომატი მაგდალენა გრონო ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მაგდალენა გრონო ევროპის პრეზიდენტის მიშელის მთავარი დიპლომატიური მრჩეველია. პრეზიდენტ მიშელის კაბინეტში მუშაობის ბოლო პერიოდში იგი ასრულებდა ევროპის საბჭოს შუამავლის როლს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში. მანამდე ის იყო პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, პასუხისმგებელი უკრაინაზე, რუსეთზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე, თურქეთსა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, ცენტრალურ აზიასა და ავღანეთში.

უფრო ადრე მაგდალენა გრონო იყო ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში იგივე გეოგრაფიული ფოკუსით. ის ასევე იყო გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ყოფილი კომისრის მრჩეველი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებით და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ხელმძღვანელობდა ჰუმანიტარულ საშუამავლო მისიებს. ეროვნებათაშორის კონფლიქტურ და რეფორმებთან დაკავშირებულ საკითხებზე მაგდალენა გრონო მუშაობდა ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისართან და სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში და ანალიტიკური ცენტრებში.