უკრაინამ და ევროკავშირმა 8,35 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების შესახებ მემორანდუმის ტექსტი შეათანხმეს. ეს თანხა ევროკავშირის 90-მილიარდიანი საკრედიტო პროგრამის ფარგლებში გამოიყოფა. ინფორმაციას უკრაინული მედია ევროკომისარ ვალდის დომბროვსკისის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
დომბროვსკისმა დოკუმენტს ევროკავშირის სახელით 20 მაისს მოაწერა ხელი.
შემდეგი ეტაპი მემორანდუმის რატიფიცირებაა უკრაინის უმაღლეს რადაში.
დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, უკრაინა 2026 წელს ბიუჯეტის საჭიროებებისთვის 8,35 მილიარდ ევროს მიიღებს.
ამასთან, დამატებით კიდევ 8,35 მილიარდი ევროს გამოყოფა იგეგმება Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში, რომლის პირობებზეც ევროკავშირი და უკრაინა მოლაპარაკებებს კვლავ აგრძელებენ.




