ესტონეთის პარლამენტი მოუწოდებს  ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ქართველ ოფიციალურ პირებს დაუწესონ სანქციები და შეიზღუდოს კომუნიკაცია არალეგიტიმურ მთავრობასთან, — ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მარკო მიჰკელსონის გავრცელებულ წერილშია ნათქვამი.

"ესტონეთის პარლამენტმა გამოსცა განცხადება, რომელიც მოუწოდებს გლობალურ დემოკრატიულ საზოგადოებას, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ლეგიტიმური პრეზიდენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოში დემოკრატიის დასაცავად გამოსული მომიტინგეების მხარდასაჭერად.

თავის განცხადებაში რიიგიკოგუ [ესტონეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო] უარს აცხადებს აღიაროს პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის ლეგიტიმურობა, რომლის ფორმირებაც გაყალბებისა და მოქალაქეების დაშინების ატმოსფეროში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდა. ამის სანაცვლოდ, ის აღიარებს სალომე ზურაბიშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და მხარს უჭერს მის ძალისხმევას დაასრულოს ქვეყანაში საკონსტიტუციო კრიზისი." — წერს მარკო მიჰკელსონი.

რიიგიკოგუ მოუწოდებს ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, დააწესონ სანქციები ქართველ პოლიტიკოსებსა და ოფიციალურ პირებზე, რომლებიც მონაწილეობენ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივ რეპრესიებში და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დევნაში.