პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ადვოკატმა, იგორ ფომინმა, თანხები გაიღო, რათა მისი კლიენტი წინასწარი დაკავების იზოლატორში ფასიან საკანში ყოფილიყო მოთავსებული. ამის შესახებ მან გადაცემაში „საზოგადოებრივი ამბები“ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ სად იმყოფება ამჟამად ერმაკი, ადვოკატმა უპასუხა, რომ მას არ შეუძლია დაადასტუროს, ერმაკი ფასიან საკანში იმყოფება თუ წინასწარი დაკავების იზოლატორის სხვა ოთახში.
„არავინ იცის, სად არის <ერმაკი>. ეს არაა ნორმალური. ვიცი, რომ მისი საკნის საფასური ჩვენ გადავიხადეთ, ამიტომ ის იქ უნდა იყოს. მე პირადად გადავიხადე“, - თქვა ფომინმა.
როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის გირაოსთვის თანხის ოდენობის დაზუსტება სთხოვეს, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ხალხი კვლავ აგზავნის ფულს, მაგრამ მას არ აქვს დადასტურებული ცნობა, თუ რამდენი თანხაა უკვე ჩარიცხული. ამავდროულად, მან იმედი გამოთქვა, რომ გირაოს „თანხის მინიმუმ ნახევარი“, რომელიც, როგორც ცნობილია, 140 მილიონი გრივნას (~3,2მილიონ დოლარს) შეადგენს.
უკრაინული მედია მკითხველს შეახსენებს, რომ კიევის წინასწარი დაკავების იზოლატორში გაუმჯობესებული პირობებით ფასიანი საკნები 2021 წელს, იუსტიციის მინისტრის, დენის მალიუსკას, მოღვაწეობის დროს შემოიღეს და აუწყებს, რომ კიევის მახლობლად ელიტური კოტეჯების კომპლექსის „დინასტიის“ მშენებლობის დროს 460 მილიონი გრივნას გათეთრებაში ეჭვმიტანილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის დაპატიმრებიდან ხუთი საათის განმავლობაში, გირაოს სახით გადასახდელი 140 მილიონი გრივნიდან 14,5 მილიონი გრივნა იყო შეგროვილი.




