აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ, მათ შორის საქართველოში 2008 წელს განხორციელებული ქმედებები, აჩვენებს, რომ იგი ფუნდამენტურ პრინციპებს უარყოფს. ამის შესახებ მან ბეიკერის საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
"მე ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა დავრწმუნდეთ, რომ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რა ხდება სინამდვილეში. თუ ერთ ნაბიჯს უკან გადავდგამთ, შევხედავთ, რომ ჩვენ გვაქვს "ცივი ომის" შემდგომი პერიოდის დასასრული. ჩვენ გვაქვს ინტენსიური კონკურენცია, რათა მოხდეს იმის ფორმირება, თუ რა იქნება შემდგომ. ერთ-ერთი კონკურენტი რუსეთი და პუტინის რუსეთია.
რუსეთისა და პუტინის ქმედებები, რაც არა მხოლოდ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, არამედ 2014 წელს და შესაძლოა, მანამდე საქართველოში, 2008, 2009 წლებში განხორციელდა, აჩვენებს, რომ პუტინი უარყოფს არსებულ წესრიგს, ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც განსაზღვრავს წესრიგს - ტერიტორიულ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას", – განაცხადა ბლინკენმა.