სტამბოლის დაპატიმრებული მერი ეკრემ იმამოღლუმ თურქეთის მოქალაქეებს მოუწოდა, იბრძოლონ თავიანთი უფლებებისთვის და შეუერთდნენ საპროტესტო აქციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
"მე ვდგავარ თავაწეული. შიშს არ შეუძლია, შეაჩეროს გარდაუვალი!
ასე თუ ისე, თქვენ დამარცხდებით. თქვენ დამარცხდებით ჩვენი სამართლიანი საქმით, ჩვენი სიმამაცით, ჩვენი თავმდაბლობით და ჩვენი თბილი ღიმილით.
ჩემო დიდებულო ერო, ნუ მოიწყენთ, ნუ დაკარგავთ სულისკვეთებას და არასდროს დაკარგოთ იმედი.
ერთად, ჩვენ წავშლით ამ დარტყმას ჩვენს დემოკრატიაზე, ამ ბნელ ლაქას, ერთხელ და სამუდამოდ.
ახლოვდება დღეები, როდესაც ისინი, ვინც დაგეგმეს ეს ბნელი შეთქმულება, პასუხს აგებენ, როგორც ამ ქვეყანაზე, ასევე იმქვეყნად.
მე მოვუწოდებ ჩემი თანამოქალაქეებს, ყველას, 86 მილიონ ადამიანს, მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან და აჩვენონ მსოფლიოს ჩვენი ბრძოლა დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის.
მე ვდგავარ თავაწეული. ყველაფერი გაცილებით უკეთესად იქნება", – წერს იმამოღლუ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, სტამბოლის სასამართლომ 23 მარტს ქალაქის მერს, ეკრემ იმამოღლუს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
I stand tall and will keep my head high. Fear cannot stop the inevitable!
— Ekrem İmamoğlu (International) (@imamoglu_int) March 23, 2025
One way or another, you will be defeated. You will be defeated by our just cause, our courage, our humility, and our warm smiles.
My great nation,
Do not be sad, do not be disheartened, and never lose…