თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების ფაქტს ადგილობრივ მედიასთან საუბარში გამოეხმაურა.

გამოცემა TRT HABER-ის ინფორმაციით, ერდოღანმა იმამოღლუს დაკავების ფაქტზე განაცხადა, რომ ხელისუფლება დროს არ დაკარგავს "ოპოზიციური შოუებისთვის"

"არც პირადად, არც როგორც პარტიას და არც ალიანსს, დრო არ გვაქვს ოპოზიციური შოუებისთვის.

ისინი ცდილობენ წარმოადგინონ შიდა დაპირისპირება, ხოლო კანონთან ბრძოლა მთელი ქვეყნის პრობლემად - მათი ტვინი ამბიციებმმა დაიპყრეს". - თქვა ერდოღანმა, TRT HABER-ის ცნობით.

ცნობისთვის, 19 მარტს სტამბოლის მერი, თურქეთის პოლიციამ კორუფციისა და ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს.

იმამოღლუს დაკავების შემდეგ, სტამბოლის გუბერნატორმა ქალაქში დემონსტრაციების გამართვის უფლება "საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად" 23 მარტამდე შეაჩერა.

ინტერნეტ მონიტორინგის ჯგუფის, NetBlocks-ის ცნობით, ქვეყანაში შეზღუდულია X-ის, YouTube-ის, Instagram-ისა და TikTok-ის წვდომა.

მანამდე, 18 მარტს, სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი გააუქმა. უნივერსიტეტის დიპლომის გარეშე იმამოღლუ ვერ შეძლებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

იმამოღლუ სტამბოლის მერად 2019 წელს აირჩიეს, ხოლო 2024 წელს ეს პოსტი ხელახლა დაიკავა.