პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის კენჭისყრის პროცედურა დასრულდა.
არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების თანახმად, სამოქალაქო კოალიციის კანდიდატმა რაფალ ტშასკოვსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30,8% მიიღო, პარტია „კანონი და სამართლიანობის“ კანდიდატმა კაროლ ნავროცკიმ კი 29,1%.
რაფალ ტშასკოვსკი - 30,8%
კაროლ ნავროცკი - 29,1%
სლავომირ მენცენი („კონფედერაცია“) - 15,4%
გჟეგოჟ ბრაუნი (პოლონეთის გვირგვინის კონფედერაცია“) - 6,2%
სხვები (9 კანდიდატი ერთად) - 19,5%
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 66,8% იყო.