უკრაინის მიმართ ევროპის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
„პრეზიდენტ ზელენსკის თეთრ სახლში და ევროპელ ლიდერებთან გუშინდელი მოლაპარაკებების შემდეგ, ერთი რამ აბსოლუტურად ნათელი გახდა, რომ ევროპის სოლიდარობა უკრაინის მიმართ რუსული აგრესიის წინააღმდეგ დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
შეგახსენებთ, გუშინ თეთრ სახლში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა. მთავარი საკითხი, რაზეც ლიდერებმა თეთრ სახლში ისაუბრეს ცეცხლის შეწყვეტა და უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი “ტომაჰავკის” ტიპის რაკეტების გადაცემა იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა.
თარგმანი: პირველი არხი