პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, პოლონეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა Nord Stream 2-ის აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქის გერმანიაში ექსტრადირების მოთხოვნა და აღნიშნული პირი გაათავისუფლა. ამის შესახებ ტუსკი X-ზე წერს.
იტალიის ხელისუფლების ცნობით, 23 აგვისტოს სამართალდამცველებმა უკრაინის მოქალაქე სერგეი კ. რიმინის რეგიონში, "ევროპული ორდერის" საფუძველზე, აფეთქების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობის, კონსტიტუციური დივერსიისა და მნიშვნელოვანი სტრუქტურების განადგურების ბრალდებით დააკავეს.
გერმანიის პროკურატურის ცნობით, სერგეი კ. იმ ადამიანთა ჯგუფის წევრი იყო, რომლებმაც ბალტიის ზღვაში, დანიის კუნძულ ბორნჰოლმთან ახლოს, გაზსადენებზე ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟეს.
გამოძიების ვერსიით, ის და მისი თანამზრახველები ბორნჰოლმისკენ გერმანიის ქალაქ როსტოკიდან, იალქნიანი იახტით გაემგზავრნენ, რომელიც გერმანული კომპანიისგან შუამავლების მეშვეობით, ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენებით იქირავეს.