ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას დღეს თუ არ მიიღებენ, ხვალ უკრაინას და ევროპას შესაძლოა, სისხლის ღვრა ელოდეთ, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ევროპული საბჭოს სხდომის წინ განაცხადა.

„ახლა ჩვენ მარტივი არჩევანი გვაქვს: ფული დღეს ან სისხლისღვრა ხვალ. მე ვსაუბრობ არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ ევროპაზე. ეს გადაწყვეტილება ჩვენ და მხოლოდ ჩვენ უნდა მივიღოთ. ვფიქრობ, ყველა ევროპელი ლიდერი საბოლოოდ ამ დონემდე უნდა მივიდეს. და ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც ახლა შემიძლია“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი