აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინდოეთიდან იმპორტირებულ საქონელზე დამატებით 25%-იანი ტარიფები დააწესა.

როგორც ამერიკის პრეზიდენტი განმარტავს, ეს გადაწყვეტილება ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვების საპასუხოდ მიიღო.

განკარგულების თანახმად, ტარიფების აღნიშნული დონე შეეხება საქონელს, რომელიც აშშ-ის ბაზრობაზე განკარგულების გამოქვეყნებიდან 21 დღის შემდეგ შუადღის 12:01 საათიდან აღმოჩნდება.

ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი იმპორტზე 25%-იანი ტარიფების დაწესების უფლებას იტოვებს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებსაც დაუდგინდებათ, რომ პირდაპირ ან არაპირდაპირ ყიდულობენ რუსულ ნავთობს.

ამასთან, ბრძანებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინის მიმართ საფრთხეს წარმოადგენს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის.