ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას სოციალურ ქსელებში უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

"პრეზიდენტ ტრამპთან პროდუქტიული საუბარი მქონდა. საკვანძო საკითხი, რა თქმა უნდა ომის დასრულება იყო. მადლობას ვუხდით აშშ-ს პრეზიდენტს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების მცდელობებისთვის. მართლაც, საჭიროა დროულად დასრულდეს მკვლელობები, ჩვენ ამას სრულად ვუჭერთ მხარს. ომი მრავალი თვის წინ დასრულდებოდა, რუსები, რომ არ აჭიანურებდნენ". – წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან ტრამპს ბოლო პერიოდში კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. "გავცვალეთ სიტუაციის შეფასებები: რუსეთმა გაზარდა დარტყმების სისასტიკე". – აღნიშნა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, მხარეებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ ილაპარაკეს:

"მათი ეკონომიკა აგრძელებს ვარდნას და სწორედ ამიტომ მოსკოვი ითვალისწინებს ამ პერსპექტივას და პრეზიდენტ ტრამპის გამბედაობას".

ამ ეტაპზე სატელეფონო საუბრის შესახებ კომენტარი აშშ-ს მხარეს არ გაუკეთებია.

უკრაინისა და აშშ-ს პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი ბოლოს 4 ივლისს შედგა.