Truth Social-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ შურს იძიებს სამი ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვისთვის და თქვა, რომ სავარაუდოდ, მეტი მსხვერპლი იქნება.
თეთრი სახლის ხელმძღვანელმა კვლავ მოითხოვა, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა და ირანის სამხედრო პოლიციამ დაყარონ იარაღი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიკვდილით დაისჯებიან.
"მოვუწოდებ ყველა ირანელ პატრიოტს, რომელიც თავისუფლებას ეძებს, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, იყვნენ გაბედულები, გადამწყვეტები, გმირულები და დაიბრუნონ ძალაუფლება. ამერიკა თქვენს გვერდით დგას", - განაცხადა დონალდ ტრამპმა, რომელიც ვარაუდობს, რომ ოპერაცია ოთხ კვირას ან ნაკლებს გაგრძელდება.








