აშშ-მა და ისრაელმა სამხედრო ოპერაციები დიპლომატიის ჩაშლის მიზნით განახორციელეს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

„გარიგება ხელის მოსაწერად მზად იყო. ჟენევიდან იმ გაგებით წავედით, რომ შემდეგ შეხვედრაზე ხელს მოვაწერდით. მათ, ვისაც დიპლომატიის ჩაშლა სურდა, მიზანს მიაღწიეს“, – აცხადებს აბას არაღჩი.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადანაშაულა დონალდ ტრამპი და განაცხადა, რომ მან გასცა „მოლაპარაკების მაგიდის დაბომბვის ბრძანება“.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირას აშშ-სა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ ირანის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილი, თუმცა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ბირთვული მოლაპარაკებებით უკმაყოფილო იყო.