ოპერაცია სწრაფად მიმდინარეობს, ჩვენ გავანადგურეთ და ჩავძირეთ ირანის საზღვაო ფლოტის ცხრა გემი, დანარჩენებსაც მივყვებით, მალე იქნებიან ზღვის ფსკერზე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„არავის სჯერა, რამხელა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთდროულად არის მოკლული.

ახლახან მაცნობეს, რომ ჩვენ გავანადგურეთ და ჩავძირეთ ირანის საზღვაო ფლოტის ცხრა გემი, რომელთაგან ზოგიერთი საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი იყო. დანარჩენებსაც მივყვებით, ისინიც მალე იქნებიან ზღვის ფსკერზე“, – აღნიშნა ტრამპმა.