ასეთი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ვფიქრობ, შემწევს ძალა, ბოლო მოვუღო ამ ომს და მიმაჩნია, რომ ყველაფერი ძალიან კარგად მიდის“, - ამბობს დონალდ ტრამპი და აღნიშნავს, რომ საუდის არაბეთში დასრულებული მოლაპარაკებების შემდეგ, რომელშიც სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მონაწილეობდა, „უფრო დარწმუნებულია“ სამშვიდობო შეთანხმებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინაში ევროპული სამშვიდობო ძალების განლაგების  წინააღმდეგი არაა. 

„თუ მათ სურთ ამის გაკეთება, ეს კარგი იქნებოდა“, - თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ შეერთებული შტატებს „ამის საწინააღმდეგო საერთოდ არაფერი ექნება“.

„ვიცი, რომ ეს საფრანგეთმა ახსენა. სხვებმა ახსენეს ეს, ბრიტანეთმა ახსენა ეს”, - თქვა მან და ამას „ლამაზი ჟესტი” უწოდა.