დონალდ ტრამპი უმცროსი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ სენატში "ზოგიერთი რესპუბლიკელი" არ აპირებს, მხარი დაუჭიროს ტულსი გაბარდის კანდიდატურას აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე.
"ნებისმიერი "რესპუბლიკელი" სენატორი, რომელიც ტულსი გაბარდის წინააღმდეგ ხმას მისცემს, პრაიმერისზე დაყენებას იმსახურებს. კმარა "დიფ სთეითის" სისულელე!" - წერს ტრამპი უმცროსი სოციალურ ქსელ X-ზე.
Any Republican Senator who votes against @TulsiGabbard deserves a primary. No more Deep State bullshit!!!! https://t.co/Tg08whJhQP
— Donald Trump Jr. (@DonaldJTrumpJr) January 23, 2025