აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი სამშვიდობო შეთანხმებას არ დათანხმდება, შეერთებული შტატები ახალი სამხედრო დარტყმებისთვის მზად არის.
ტრამპის თქმით, ვაშინგტონი შესაძლოა რამდენიმე დღე დაელოდოს, რათა თეირანისგან "სწორი პასუხები" მიიღოს, თუმცა მოვლენები ნებისმიერ მომენტში შეიძლება სწრაფად განვითარდეს.
"თუ სწორ პასუხებს ვერ მივიღებთ, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდება. ჩვენ მოქმედებისთვის სრულ მზადყოფნაში ვართ", - განაცხადა ტრამპმა.
Reuters-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ტრამპმა ექვსი კვირის წინ ოპერაცია "ეპიკური მრისხანება" შეაჩერა, ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები ფაქტობრივად წინ არ წასულა
თავის მხრივ, ირანმა ახალი თავდასხმების შესაძლო შედეგებზე გააფრთხილა.
"თუ ირანის წინააღმდეგ აგრესია განმეორდება, დაპირებული რეგიონული ომი ამჯერად რეგიონის ფარგლებს გასცდება", - ნათქვამია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში.








