დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ „გააკეთებს ყველაფერს“, რაც მას მოესურვება. მისივე თქმით, ირანის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით მისი და ნეთანიაჰუს აზრები ერთმანეთს ემთხვევა.

„ის გააკეთებს ყველაფერს, რაც მე მომინდება. ის ძალიან, ძალიან კარგი ადამიანია“, – განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს მერილენდის საჰაერო ბაზაზე.

ამასთან, ტრამპმა ისრაელში კორუფციის გამო ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პრემიერს, სავარაუდოდ კარგად არ მოექცევიან.

„ის ომის დროინდელი პრემიერ-მინისტრია და უბრალოდ არ მგონია, რომ კარგად მოექცნენ“, – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, ისრაელის Channel 12-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპს და ნეთანიაჰუს გასული ღამით „ხანგრძლივი და დრამატული სატელეფონო საუბარი“ ჰქონდათ.