დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის გამართულ შეხვედრას მიესალმება და ორივე მათგანთან კარგი ურთიერთობა აქვს.
„ვფიქრობ, რომ ეს კარგია. მე ორივეს კარგად ვუგებ“, – განაცხადა მან.
ამასთან, თეთრი სახლის ლიდერმა პეკინში ვლადიმერ პუტინის ვიზიტი საკუთარ ვიზიტს შეადარა და აღნიშნა, რომ მას უფრო შთამბეჭდავი შეხვედრა მოუწყვეს, ვიდრე რუსეთის ლიდერს.
„არ ვიცი, პუტინისთვის ორგანიზებული ცერემონია ისეთივე შთამბეჭდავი იყო თუ არა, როგორც ჩემი. მე მას ვუყურე. ვფიქრობ, ჩვენ მათ ვაჯობეთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პეკინში ოფიციალური ვიზიტით 19-20 მაისს ჩავიდა, დონალდ ტრამპი კი 13-15 მაისს.
Q: What do you make of President Xi meeting with Putin this week?
— Aaron Rupar (@atrupar) May 20, 2026
TRUMP: I think it's good. I get along with both of them. I don't know if the ceremony was quite as brilliant as mine. I watched. I think we topped 'em. pic.twitter.com/3c4Bf4V6De













