მე კარგი ურთიერთობა მაქვს ზელენსკისთანაც, მაგრამ არ ვეთანხმები, რაც მან გააკეთა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„პრეზიდენტმა პუტინმა შემომთავაზა მოლაპარაკებებში ჩართვა. მე მჯერა, რომ მას სურს ამ საქმის დასრულება. ეს რამდენჯერმე ვთქვი, რომ იმედგაცრუებული ვარ, რადგან მასთან შესანიშნავი საუბარი მქონდა და შემდეგ რაკეტები გაისროლეს კიევში ან სხვა მიმართულებით. მე ვაპირებ ვლადიმერ პუტინთან საუბარს და ვეტყვი, რომ მან უნდა დაასრულოს ეს ომი. ვფიქრობ, რომ კონსტრუქციული საუბრები გვექნება და შეხვედრის შემდეგ, დაუყოვნებლივ შეიძლება, გაფრენისას ან ოთახიდან გამოსვლის შემდეგ, დავურეკო ევროპელ ლიდერებს, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. მე კარგი ურთიერთობა მაქვს ზელენსკისთანაც, მაგრამ არ ვეთანხმები, რაც მან გააკეთა. ეს ომი არასდროს არ უნდა მომხდარიყო. შემდეგი შეხვედრა ზელნესკისა და პუტინს შორის იქნება. მეც იქ ვიქნები, თუ ენდომებათ. მინდა, რომ ორ ლიდერს შორის შეხვედრა დაინიშნოს. ცოტა შემაწუხა იმ ფაქტმა, რომ ზელენსკი ამბობდა: „მე კონსტიტუციური თანხმობა უნდა მივიღო“. მას ომის დაწყების თანხმობა ჰქონდა ყველას მოკვლისთვის, მაგრამ მიწების გაცვლისთვის თანხმობა სჭირდება“, – აღნიშნა ტრამპმა.
თარგმანი: პირველი არხი