აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა მზადყოფნა, შეუერთდეს რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებს, რომლებიც 15 მაისს თურქეთში არის დაგეგმილი.

ამ კვირაში ტრამპი გეგმავს ეწვიოს საუდის არაბეთს, გაერთიანებულ არაბთა საამიროებსა და კატარს.

ტრამპმა თქვა, რომ მისი აზრით "ხუთშაბათის შეხვედრამ თურქეთში, რუსეთსა და უკრაინას შორის, შეიძლება კარგი შედეგი გამოიღოს".

"არ ვიცი, ზუსტად სად ვიქნები იმ კონკრეტულ დროს. სადღაც ახლო აღმოსავლეთში ვიქნები, მაგრამ ჩავფრინდებოდი იქ, თუ ჩავთვლიდი, რომ ეს სასარგებლო იქნებოდა" - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში.