"მსურველთა კოალიციის" ლიდერების კიევში ვიზიტისა და კრემლის მეთაურის, ვლადიმირ პუტინის, საღამოს გაკეთებული განცხადების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისა და რუსეთისთვის "პოტენციურად დიდ დღესა" და ომის დასრულებაზე ისაუბრა.

"პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის! წარმოიდგინეთ, ასობით ათასი სიცოცხლე, რომელიც გადარჩება, როდესაც ეს დაუსრულებელი "სისხლის ღვრა" იმედია დასრულდება. ეს იქნება სრულიად ახალი და გაცილებით უკეთესი სამყარო. მე განვაგრძობ მუშაობას ორივე მხარესთან, რათა დარწმუნებული ვიყო, რომ ეს მოხდება. აშშ-ს სურს ამის ნაცვლად ფოკუსირება მოახდინოს აღდგენასა და ვაჭრობაზე. დიდი კვირა გველოდება!​​​​​​​​​", – წერს ტრამპი Truth Social-ში.

ტრამპს  არ დაუკონკრეტებია,  რამ გამოიწვია მისი პოზიტიური დასკვნები - უკრაინის მოკავშირეების კოლექტიურმა მოთხოვნამ 30-დღიანი ზავის შესახებ, თუ ვლადიმირ პუტინის შეთავაზებამ კიევისთვის, განაახლონ მოლაპარაკებები სტამბოლში.