იტალიურ გამოცემასთან საუბრისას ტრამპმა დასვა კითხვა, „მოსწონთ თუ არა იტალიელებს ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრი მელონი აშშ-ს არ უწევს არანაირ დახმარებას ჰორმუზის სრუტის საკითხში?“.
„ხალხს ეს მოსწონს? ვერ წარმომიდგენია. შოკირებული ვარ მისით. მეგონა, მას ჰქონდა სიმამაცე, მაგრამ შევცდი. მელონი ფიქრობს, რომ ამერიკამ უნდა გააკეთოს საქმე მის ნაცვლად. მიუღებელი ის არის, რომ არ ადარდებს, ექნება თუ არა ირანს ბირთვული იარაღი — და მას რომ ჰქონდეს ასეთი შესაძლებლობა, ორ წუთში ააფეთქებდა იტალიას“ – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯია მელონიმ რომის პაპთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის კომენტარები „მიუღებლად“ შეაფასა.











