აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანს აფრთხილებს, რომ ირანული გემები „განადგურების მსხვერპლი გახდებიან“, თუ ისინი აშშ-ის მიერ დაწესებულ ბლოკადას დაარღვევენ.

როგორც თეთრი სახლის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, აშშ-მა ირანის საზღვაო ფლოტის 158 გემი უკვე გაანადგურა.

„ირანის საზღვაო ძალები ზღვის ფსკერზეა, სრულიად განადგურებული – 158 გემი. ჩვენ არ დაგვირტყამს მათი მცირერიცხოვანი, ე.წ. სწრაფი შეტევის გემებისთვის, რადგან ისინი დიდ საფრთხედ არ მივიჩნიეთ. გაფრთხილება: თუ ამ გემებიდან რომელიმე ჩვენს ბლოკადას მიუახლოვდება, ისინი დაუყოვნებლივ განადგურდებიან იმავე სისტემის გამოყენებით, რომელსაც ზღვაში ნარკოდილერების წინააღმდეგ ვიყენებთ. ეს სწრაფი და სასტიკი პროცესი იქნება. P.S. აშშ-ში ოკეანის ან ზღვით შემოსული ნარკოტიკების 98.2% შეჩერებულია!“,- წერს ტრამპი.

ცნობისთვის, აშშ-ის მიერ გამოცხადებული ირანის საზღვაო ბლოკადა ცოტა ხნის წინ ამოქმედდა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ნებისმიერი გემი, რომელიც ნებართვის გარეშე შევა ან გამოვა ბლოკადის არეალში, დაკავებას, გადამისამართებას და დატყვევებას დაექვემდებარება.