აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რომის პაპ ლეო XIV-ს ბოდიშს არ მოუხდის. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რომის პაპი „ძალიან სუსტია დანაშაულთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით“ და მისივე თქმით, „უბრალოდ პასუხობს“ პაპის კრიტიკას.

„არაფერი მაქვს საბოდიშო, რადგან ის არის არასწორი“, – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ – სუსტი, საგარეო პოლიტიკაში კი საშინელია“. მისი თქმით, არ სურს პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს.