აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დაიწყებს ჰორმუზის სრუტეში შემავალი და გამომავალი ყველა გემის ბლოკადას.
ტრამპმა აღნიშნა, რომ პაკისტანში გამართული მოლაპარაკებები „კარგად წარიმართა და პუნქტების უმეტესობაზე შეთანხმება მიღწეულია“.
როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განმარტა, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება ვერ შედგა.
დონალდ ტრამპის თქმით, შეერთებული შტატების საზღვაო ძალებს დაავალა, ჩაეკეტათ ყველა გემი, რომელიც ირანს გადასახადს უხდის და გაენადგურებინათ ირანის მიერ სრუტეში ჩადებული ნაღმები.
„ბლოკადა მალე დაიწყება“, – წერს დონალდ ტრამპი.








