იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომის პაპ ლეო XIV-ის შესახებ მისი განცხადების გამო გააკრიტიკა.

„პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები წმინდა მამის მიმართ მიუღებლად მიმაჩნია. პაპი კათოლიკური ეკლესიის მეთაურია და სწორი და ნორმალურია, რომ ის მშვიდობისკენ მოუწოდებს და ომის ყველა ფორმას გმობს“,- განაცხადა მელონიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ – სუსტი, საგარეო პოლიტიკაში კი საშინელია“. მისი თქმით, არ სურს პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს.