11 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი, სადაც ის კანადას 35%-იანი ტარიფით ემუქრება.

გამოქვეყნებულ წერილში ტრამპი კანადის პრემიერმინისტრ მარკ კარნის წერს, რომ აშშ ტარიფებს პირველი აგვისტოდან დააწესებს. ტრამპი აღნიშნავს, რომ საპასუხო ტარიფების შემთხვევაში, აშშ თავის ტარიფებს ტოლფასად გაზრდის.

ტრამპი წერს, რომ ახალი ტარიფის დაწესების მიზეზი კვლავ კანადასთან არსებული სავაჭრო დეფიციტი და აშშ-სთან კანადის არასამართლიანი სავაჭრო ურთიერთობებია. ასევე, "კანადა ნაწილობრივ პასუხისმგებელია აშშ-ს საზღვარზე ფენტანილის შემოშვებით გამოწვეულ კრიზისში".

CNN აღნიშნავს, რომ არ იყო დაუყოვნებლივ ცხადი, გავრცელდება თუ არა ახალი ტარიფები კანადური პროდუქციის სრულ სპექტრზე, თუ ტრამპის მუქარა მხოლოდ იმ შეზღუდულ რაოდენობის საქონელს შეეხება, რომელზედაც აშშ ტარიფებს უკვე აწესებს.