აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ინდოეთს BRICS-ის წევრობის გამო, 10%-იან სავაჭრო ტარიფს დაუწესებს.
"მათ 10 პროცენტის გადახდა მოუწევთ, თუ BRICS-ში იმყოფებიან, რადგან BRICS შეიქმნა იმისთვის, რომ ჩვენთვის ზიანი მოეყენებინათ, დაესუსტებინათ ჩვენი დოლარი, და ის როგორც გლობალური სტანდარტი ჩამოეშალათ. თუ მათ სურთ ეს თამაში, პრობლემა არ არის - მეც შემიძლია ვითამაშო მათი თამაში. ასე რომ, ვინც BRICS-შია, ყველას დაეკისრება 10-პროცენტიანი გადასახადი. თუ ინდოეთიც იქაა, 10-პროცენტიანი ტარიფის გადახდა მათაც მოუწევთ" - თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მან ასევე დაამატა, რომ ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ დოლართან ბრძოლას ცდილობენ, "მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ და არ მგონია, რომ რომელიმე მათგანი ამ ფასის გადასახდელად მზად იყოს".
მანამდე, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ქვეყნებს, რომლებიც BRICS-ის ანტიამერიკულ პოლიტიკას შეუერთდებიან, აშშ დამატებით 10%-იან ტარიფს დაუწესებს.