აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან NATO-სთან მიაღწია შეთანხმებას ალიანსის მეშვეობით უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების შესახებ და რომ ნატო იარაღის საფასურს "100 პროცენტით" დაფარავს.
"ჩვენ NATO-ს იარაღს ვუგზავნით და ნატო ამ იარაღის საფასურს 100 პროცენტით გადაიხდის... ჩვენ NATO-ს Patriot-ებს გავუგზავნით და შემდეგ ნატო მათ გაანაწილებს," - აღნიშნა ტრამპმა.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ პირველად გააგზავნის კიევში იარაღს, გამოიყენებს რა საპრეზიდენტო უფლებამოსილებებს, რომლებსაც ხშირად იყენებდა მისი წინამორბედი ჯო ბაიდენი. შეიარაღების ღირებულება, სავარაუდოდ, დაახლოებით 300 მილიონი დოლარი იქნება.
მედია ასევე იტყობინება, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 155 მმ-იანი ჭურვების და GMLRS მაღალი სიზუსტის რაკეტების მიწოდება განაახლა.