შშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან დადებული ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანს არ ეხება.
ტრამპმა დღეს ლიბანზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმები შეაფასა როგორც „ცალკეული დაპირისპირება“ „ჰეზბოლასთან“, რომელიც „არ შედიოდა“ ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში.
„დიახ, ეს არ შედიოდა შეთანხმებაში. ისინი არ შედიოდნენ შეთანხმებაში „ჰეზბოლას“ გამო. ესეც მოგვარდება. ყველაფერი რიგზეა“, – განაცხადა ტრამპმა.
მანამდე, ირანში განაცხადეს, რომ ლიბანზე თავდასხმები თუ გაგრძელდება, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან გავლენ.










