ისტ-რატეფორდში, „მეტლაიფზე“, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა დასრულდა

ესპანეთის და არგენტინის შეხვედრის პირველი ტაიმი ერთობ უინტერესოდ მიმდინარეობდა. ესპანელებს სახიფათო მომენტები არ შეუქმნიათ, კარში კი მხოლოდ სამჯერ დაარტყეს, არგენტინელებს კი საერთოდ კარის მიმართულებით არ დაურტყამთ. Flashscore-ს თანახმად, 1966 წლიდან ანუ სტატისტიკის წარმოების დღიდან, დარტყმების ასეთი მცირე რაოდენობა არასდროს არ ყოფილა. ბურთის ფლობის მხრივ უპირატესობას ესპანელები ფლობდნენ (64% - 36%).

შეხვედრის მეორე ნახევარში გუნდებმა ასევე ვერ გაამართლეს გულშემატკივართა იმედები. ეს პირველ რიგში, არგენტინელებზე ითქმის, რომელთაც კარში არც მეორე ტაიმში არ  დაურტყამთ და თამაშის გამწვავების ოდნავი მცდელობაც კი არ ჰქონიათ. ესპანელებმა კარში დარტყმების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდეს, არგენტინელთა მეკარესაც რამდენჯერმე დასჭირდა თავისი ოსტატობის დემონსტრირება, თუმცა, ძირითადი დრო ისე ამოიწურა, რომ გოლი არ გასულა.

ძირითადი დროის მიწურულს ათი კაცით დარჩენილი არგენტინამ დამატებით დროის პირველ ნახევარში კარგად დაიცვა თავი, არგენტინელთა მეკარე მარტინესმა  მოგერიებული დარტყმების რაოდენობა თერთმეტამდე გაზარდა, ამ მაჩვენებლით ყველა დროის ფინალის რეკორდი დაამყარა და არგენტინელ გულშემატკივარებს იმედი გაუჩნდათ, მატჩის ბედი პენალტების სერიაში რომ გადაწყდებოდა, მაგრამ მეორე ნახევრის დაწყებისთანავე ფერან ტორესმა შეძლო გოლის გატანა. 

არგენტინას დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა და მთელი ძალით გადავიდა შეტევაზე. 120+2 წუთზე მესის გადაცემის შემდეგ სიმეონე ხელსაყრელ პოზიციაშიც აღმოჩნდა, მაგრამ ბურთი კარს გადააცილა.

ესპანეთმა შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა და ისტორიაში მეორედ გახდა მსოფლიო თასის მფლობელი.

ესპანეთი - არგენტინა დ.დ. 1:0(0:0,0:0)
გოლი" 105' ფერან ტორესი
გაძევება: 90+3' ენცო ერნანდესი (არგენტინა, მეორე ყვითელი).
ფინალური სასტვენის შემდეგ მსაჯმა არასპორტული საქციელისთვის ლეანდრო პარედესს პირდაპირი წიელი ბარათი უჩვენა.არგენტინელი ფეხბურთელი ჯერ ერიკ გარსიას სწვდა ყელში, შემდეგ კი მან გავი საჭიდაო ილეთით დასცა ძირს.


კილიან მბაპე 10 გატანილი გოლით ზედიზედ მეორედ გახდა საუკეთესო ბომბარდირი. იგი ასევე პირველია ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი გოლებით. მას სულ 22 გოლი აქვს გატანილი - ერთით მეტი, ვიდრე ლიონელ მესის.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ბრაზილია მოპოვებული მსოფლიო თასების რაოდენობით კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს.